მიმდევრობითი და პარალელური შეერთება

 გაკვეთილის თემა
ელექტრული წრედი და მისი შემადგენელი ნაწილები

 კლასი

 საგანი 
ფიზიკა
მასწავლებლების სახელი, გვარი
ნინო სტურუა
 მოსწავლეთა რაოდენობა
18
 გაკვეთილის სასწავლო მიზნები
                       
ელექტრულ წრედის და მისი შემადგენელი ნაწილების კონსტრუირება,  მიმდევრობითი და პარალელური შეერთებების გამოკვლევა.
   ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ფიზ. X. 5. მოსწავლეს შეუძლია ელექტრული და მაგნიტური მოვლენების კვლევა.



 თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
1.      საორგანიზაციო  2 წთ
2.       სამოტივაციო      3 წთ
3.      ჯგუფებად დაყოფა, პრაქტიკული მუშაობა (ფიზ. ლაბორატორიაში და კომპიუტერულ ჯგუფში PhET სიმულაციის გაშვება) 30 წთ
4.      რეფლექსია  3 წთ
5.      დავალების შესრულების მონიტორინგი შეფასება 5 წთ
6.      საშინაო დავალება 2 წთ
 შეფასების მეთოდები
დაკვირვება

საგანმანათლებლო რესურსები

ინფორმაციის წყაროები (ნაბეჭდი, ელექტრონული და სხვა..) http://phet.colorado.edu/ka/simulation/circuit-construction-kit-ac
სახელმძღვანელო, ნათურები, ბატარეები ჩამრთელ ამომრთველი, ამპერმეტრი, ვოლტმეტრი
კომპიუტერები



Комментариев нет:

Отправить комментарий